Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი

თსუ-ს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის 

2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის 

თსუ-ს ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრების და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ GPA არანაკლებ 2.5-სა

 

კონკურსზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე!

 

მობილობის პერიოდი: 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით იხილეთ აქ *

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

 

!! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ს ვებ-გვერდზე!

* ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონკურსზე რეგისტრაციისას შესაძლოა შესაბამის სარჩევში არ იძებნებოდეს თქვენთვის სასურველი უნივერსიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ იგი საკონკურსო განცხადებაშია ასახული.

  • ვინაიდან ეს არ არის აუცილებლად შესავსები ველი, აღნიშნული გარემოება თქვენ არ შეგიშლით ხელს სასურველ უნივერსიტეტზე განაცხადის გადმოგზავნაში. დოკუმენტაციის გადამოწმების ეტაპზე, თქვენი განაცხადი განიხილება იმ უნივერსიტეტებზე, რომელზეც თქვენ გექნებათ სრული სააპლიკაციო დოკუმენტაცია ატვირთული (შევსებული მობილობის ხელშეკრულება, მოტივაციის წერილი და ა.შ)

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართებზე: 

  • ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში შემოთავაზებულ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე: exchange@tsu.ge 
  • DAAD-ს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამების ფარგლებში შემოთავაზებულ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე: outgoingmobility@tsu.ge